ერიციანი აშოტ მირზას ძე

სია #2 - 10/06/1938

დაბადების თარიღი 1899 წ.

დაბადების ადგილი აზერბაიჯანი, მთიანი ყარაბაღი, სოფ.მეც-შენი

ოჯახური მდგომარეობა არ არის მითითებული

საცხოვრებელი ადგილი არ არის მითითებული

ეროვნება სომეხი

სოციალური მდგომარეობა კულაკი

განათლება არ არის მითითებული

პარტიულობა წარსულში - პარტია „დაშნაკ-ცუტიუნის“ წევრი 1917 წლიდან აზერბაიჯანის გასაბჭოებამდე; სკკპ(ბ) წევრი. 1930 წელს საკუთარი წარსულის დაფარვისა და ყოფილ დაშნაკებთან კავშირის გამო გაირიცხა საკავშირო კპ(ბ)-დან.

სამუშაო თანამდებობა მაცივარკომბინატის დირექტორი.

ნასამართლეობა წარსულში 1924 წელს მიიღო მკაცრი გაფრთხილება კ/რ ელემენტებთან კავშირის გამო.

წოდება წარსულში არ არის მითითებული

ბრალდება რომ ერიციანი იყო წევრი მემარჯვენეთა კ/რ ორგანიზაციისა, რომლის დავალებითაც ეწეოდა მავნებლურ საქმიანობას მაცივრების წარმოებაში

მუხლი 58-7, 58-11

დაპატიმრების თარიღი არ არის მითითებული

ვინ იძიებდა საქმეს შინსახკომის მე-3 განყოფილება

სხდომის თარიღი 21/06/1938

სხდომის მომხსენებელი ჟუკოვი

სხდომის მონაწილეები გოგლიძე, ტალახაძე, წერეთელი, მოროზოვი

განაჩენი დახვრეტა, პირადი ქონების კონფისკაცია

განაჩენის თარიღი 22/06/1938

გასამართლების ორგანო შინსახკომის სამეული

რეაბილიტაცია არ არის მითითებული

შენიშვნა ერიციანის მამა განაკულაკეს და შინსახკომის ორგანოებმა მიერ გადაასახლეს ჩრდილოეთში. რეპრესირებული იყო ერიციანის ყველა ნათესავი, ვისთანაც ის დაკავებამდე კავშირს ინარჩუნებდა.