შავიშვილი ანდრო მიხეილის ძე
სია #1 - 03/01/1938
დაბადების თარიღი 1907 წ.
დაბადების ადგილი ოზურგეთის (მახარაძე) რაიონი, სოფ. ბახვი, საქართველო
ოჯახური მდგომარეობა ცოლშვილიანი
საცხოვრებელი ადგილი ქ. ბათუმი, საქართველოს სსრ, აჭარის ასსრ, ტელმანის ქ. # 56, აჭარის ასსრ
ეროვნება ქართველი
სოციალური მდგომარეობა არ არის მითითებული
განათლება უმაღლესი
პარტიულობა სკკპ(ბ) წევრი წევრი 1930 წლიდან.
სამუშაო თანამდებობა საქართველოს კპ(ბ) აჭარის საოლქო კომიტეტის სასკოლო და სამეცნიერო განყოფილების გამგე.
ნასამართლეობა წარსულში არ იყო ნასამართლევი. განყოფილება: აჭარის ასსრ-ის შინსახკომი
წოდება წარსულში არ არის მითითებული
ბრალდება რომ იყო კ/რევოლუციური ორგანიზაციის წევრი, რომლის მიზანიც იყო საკავშირო კპ(ბ) ხელმძღვანელების წინააღმდეგ ბრძოლა და საბჭოთა ხელისუფლების დამხობა. აქტიურად ეწეოდა მოხსენებებით, ლექციებითა და პირადი საუბრებით კ/რ იდეების პროპაგანდას.
მუხლი 58-11, 58-10
დაპატიმრების თარიღი არ არის მითითებული
ვინ იძიებდა საქმეს არ არის მითითებული
სხდომის თარიღი 28/12/1937
სხდომის მომხსენებელი ეზიაშვილი
სხდომის მონაწილეები გოგლიძე, წერეთელი, მოროზოვი
განაჩენი დახვრეტა, პირადი ქონების კონფისკაცია
განაჩენის თარიღი 01/01/1938
გასამართლების ორგანო შინსახკომის სამეული