კნიაჟესკი თევდორე მიხეილის ძე

სია #1 - 03/01/1938

დაბადების თარიღი 1893 წ.

დაბადების ადგილი დასავლეთის ოლქი (ზაპადნაია), სევკის რ-ნი, სოფ.ბიკოვო, რუსეთი

ოჯახური მდგომარეობა უცოლშვილო

საცხოვრებელი ადგილი არ არის მითითებული

ეროვნება არ არის მითითებული

სოციალური მდგომარეობა სასულიერო წოდების

განათლება უმაღლესი

პარტიულობა უპარტიო

სამუშაო თანამდებობა მე-17 საკავალერიო დივიზიის 22-ე სამეთაურო პუნქტის ვეტსამსახურის უფროსი. წოდება - მე-2 რანგის სამხედრო ვეტექიმი

ნასამართლეობა წარსულში არ იყო ნასამართლევი.

წოდება წარსულში არ არის მითითებული

ბრალდება რომ 1933 წლიდან იყო კ/რ დივერსიულ-მავნებლური ორგანიზაციის წევრი ვეტერინარულ სამსახურში. დაკავებამდე ეწეოდა კ/რ მავნებლობას 22-ე სპ-ში. ვეტერინარების კონტრრევოლუციური დამუშავებით ცდილობდა მათ გადაბირებას ორგანიზაციაში.

მუხლი 58-1-ბ, 58-7, 58-8

დაპატიმრების თარიღი არ არის მითითებული

ვინ იძიებდა საქმეს შინსახკომის მე-5 განყოფილება

სხდომის თარიღი 26/12/1937

სხდომის მომხსენებელი ლიფშიცი

სხდომის მონაწილეები გოგლიძე, ტალახაძე, წერეთელი, მოროზოვი

განაჩენი დახვრეტა, პირადი ქონების კონფისკაცია

განაჩენის თარიღი 27/12/1937

გასამართლების ორგანო შინსახკომის სამეული

რეაბილიტაცია არ არის მითითებული

შენიშვნა კოლჩაკის თეთრ არმიაში 1919-1920 წწ. მსახურობდა ვეტფერშლად.