მეგრელიძე ვასილ ანდროს ძე

სია #4 - 10/08/1937

დაბადების თარიღი 1892 წ.

დაბადების ადგილი ოზურგეთის (მახარაძე) რაიონი, სოფ. ხიდისთავი, საქართველო

ოჯახური მდგომარეობა არ არის მითითებული

საცხოვრებელი ადგილი ქ. ბათუმი, თბილისის ჩიხი #4, საქართველოს სსრ, აჭარის ასსრ

ეროვნება ქართველი

სოციალური მდგომარეობა არ არის მითითებული

განათლება არ არის მითითებული

პარტიულობა 1917 წლიდან საკავშირო კპ(ბ) წევრი; გაირიცხა 1928 წ. კ/რ ტროცკისტული საქმიანობისათვის.

სამუშაო თანამდებობა `აჭარვაჭრობის" ფურაჟის განყოფილების გამგე.

ნასამართლეობა წარსულში არ არის მითითებული

წოდება წარსულში არ არის მითითებული

ბრალდება რომ 1927 წლიდან იყო კ/რ ტროცკისტი. იგი 1934 წლის გაზაფხულზე გახდა აჭარის კ/რ ტროცკისტულ-ტერორისტული ორგანიზაციის წევრი და დაპატიმრებამდე აქტიურად ეწეოდა კ/რ გადაბირებით საქმიანობას. ორგანიზაციაში გადაიბირა 8 კაცი.

მუხლი 58-11, 58-8

დაპატიმრების თარიღი არ არის მითითებული

ვინ იძიებდა საქმეს აჭარის ასსრ-ის შინსახკომი

სხდომის თარიღი 15/08/1937

სხდომის მომხსენებელი ყვირილიანი

სხდომის მონაწილეები გოგლიძე, ტალახაძე, წერეთელი, მოროზოვი, რაფავა

განაჩენი დახვრეტა

განაჩენის თარიღი 17/09/1937

გასამართლების ორგანო შინსახკომის სამეული