ცინცაძე არჩილ ასალის ძე

სია #6 - 14/02/1938

დაბადების თარიღი 1906 წ.

დაბადების ადგილი დაბა ჩოხატაური, საქართველო

ოჯახური მდგომარეობა ცოლშვილიანი

საცხოვრებელი ადგილი ქ.ბათუმი , ლიკბნეხტის ქუჩა #20, საქართველო, აჭარის ასსრ

ეროვნება ქართველი

სოციალური მდგომარეობა გლეხი

განათლება საშუალო

პარტიულობა სკკპ(ბ) წევრი; პარტიიდან გარიცხეს 1938 წელს დაპატიმრების გამო.

სამუშაო თანამდებობა დაპატიმრებამდე - საქართველოს კპ(ბ) ბათუმის რაიონული კომიტეტის მდივანი.

ნასამართლეობა წარსულში არ არის მითითებული

წოდება წარსულში არ არის მითითებული

ბრალდება რომ იყო წევრი აჭარაში არსებული კ/რ ტროცკისტულ ორგანიზაციისა, რომელიც მიზნად ისახავდა სკპ(ბ)-სა და საბჭოთა მთავრობის წინააღმდეგ ტერორს, მავნებლობას, დივერსიას ყველა სახალხო მეურნეობაში და საბჭოთა ხელისუფლების დამხობას.

მუხლი 58-11, 58-10

დაპატიმრების თარიღი არ არის მითითებული

ვინ იძიებდა საქმეს აჭარის ასსრ-ის შინსახკომი

სხდომის თარიღი 02/03/1938

სხდომის მომხსენებელი ეზიაშვილი

სხდომის მონაწილეები გოგლიძე, ტალახაძე, წერეთელი, მოროზოვი

განაჩენი დახვრეტა, პირადი ქონების კონფისკაცია

განაჩენის თარიღი 14/03/1938

გასამართლების ორგანო შინსახკომის სამეული

რეაბილიტაცია არ არის მითითებული

შენიშვნა ჰყავს მეუღლე და ორი შვილი; აქვს პასპორტი 5 წლის ვადით.