ფიცხელაური არჩილ ილარიონის ძე

სია #6 - 14/02/1938

დაბადების თარიღი 1902 წ.

დაბადების ადგილი ქ. თბილისი, საქართველო

ოჯახური მდგომარეობა არ არის მითითებული

საცხოვრებელი ადგილი ქ.თბილისი, კობის ქ. #19, საქართველოს სსრ

ეროვნება ქართველი

სოციალური მდგომარეობა გლეხი

განათლება უმაღლესი

პარტიულობა სკკპ(ბ) წევრი

სამუშაო თანამდებობა მიწათმოქმედების სახალხო კომისარიატის ინსტრუქტორი; ამიერკავკასიის რკინიგზის ყოფილი უფროსი ვეტერინარული ინსტრუქტორი

ნასამართლეობა წარსულში არ არის მითითებული

წოდება წარსულში არ არის მითითებული

ბრალდება რომ იყო კონტრრევოლუციური, მავნებლური ორგანიზაციის წევრი და მუშაობდა ამიერკავკასიის რკინიგზის უფროს ვეტერინარულ ინსტრუქტორად 1936-37 წლებში, ეწეოდა კონტრრევოლუციურ-მავნებლურ საქმიანობას. კონტრრევოლუციურ-მავნებლურ საქმიანობაში ჩაითრია რიგი ვეტექიმებისა.

მუხლი 58-11, 58-8, 58-1

დაპატიმრების თარიღი 03/01/1938

ვინ იძიებდა საქმეს მოთავსებულ იქნა თბილისის საგზაო-სატრანსპორტო განყ-ბაში.

სხდომის თარიღი 03/03/1938

სხდომის მომხსენებელი კისელევსკი

სხდომის მონაწილეები გოგლიძე, ტალახაძე, წერეთელი, მოროზოვი

განაჩენი საქ.სსრ შინსახკომის სამეულის მიერ 03.03-1938 წელს მიესაჯა სასჯელის უმაღლესი ზომა - დახვრეტა, პირადი ქონების კონფისკაცია

განაჩენის თარიღი არ არის მითითებული

გასამართლების ორგანო შინსახკომის სამეული

რეაბილიტაცია არ არის მითითებული

შენიშვნა გამოცხადებულია, რომ მიესაჯა 10 წელი და გარდაიცვალა 04.03-1944 წელს ღვიძლის ანთებით. სიკვდილი რეგისტრირებულია თბილისის ორჯონიკიძის რაიონის მმაჩის ბიუროში.