ცისკარიშვილი ანდრეი ალექსანდრეს ძე

სია #4 - 10/08/1937

დაბადების თარიღი 1915

დაბადების ადგილი ქ. გურჯაანი

ოჯახური მდგომარეობა არ არის მითითებული

საცხოვრებელი ადგილი თბილისი, სამედიცინო ინსტიტუტის საერთო საცხოვრებელი

ეროვნება ქართველი

სოციალური მდგომარეობა გლეხი

განათლება არასრული უმაღლესი

პარტიულობა ალლკ-ის ყოფილი წევრი

სამუშაო თანამდებობა სამედიცინო ინსტიტუტის მეორე კურსის სტუდენტი

ნასამართლეობა წარსულში ადრე ნასამართლევი არ ყოფილა

წოდება წარსულში არ არის მითითებული

ბრალდება რომ 1) იყო არალეგალური კონტრრევოლუციური მენშევიკური ტერორისტული ახალგაზრდული დაჯგუფების წევრი, რომლის მიზანიც იყო საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამხობა და ბურჟუაზიულ-დემოკრატიული მმართველობის დამყარება. 2) მონაწილეობას იღებდა კონტრრევოლუციურ საუბრებში

მუხლი 58-11, 58-10, 58-1

დაპატიმრების თარიღი 02/06/1937

ვინ იძიებდა საქმეს შინსახკომის მე-4 განყოფილება

სხდომის თარიღი 09/04/1939

სხდომის მომხსენებელი არ არის მითითებული

სხდომის მონაწილეები მატულევიჩი, ზარიანოვი, ჟიგური, კოსტიუშკო

განაჩენი თავისუფლების აღკვეთა 10 წლის ვადით, 5 წლის ვადით პოლიტიკური უფლებების აყრით, პირადი ქონების კონფისკაციით. პატიმრობის ვადის ათვლა დაიწყოს 1937 წლის 2 ივნისიდან.

განაჩენის თარიღი არ არის მითითებული

გასამართლების ორგანო სამხედრო კოლეგია

რეაბილიტაცია არ არის მითითებული

შენიშვნა საგანგებო ბადრაგის თანხლებით გაიგზავნოს ქ. კემში, სოლოვკების სახელმწიფო უშიშროების მთავარი სამმართველოს საგანგებო დანიშნულების ციხის უფროსის განკარგულებაში. 1947 წლის 2 ივნისს გათავისუფლდა ნორილსკის შინაგან საქმეთა სამინისტროს შრომა-გასწორებითი ბანაკიდან.