ტატიშვილი გიორგი იაკობის ძე

სია #1 - 03/01/1938

დაბადების თარიღი 11/04/1898 წ.

დაბადების ადგილი ქ. თბილისი, საქართველო

ოჯახური მდგომარეობა არ არის მითითებული

საცხოვრებელი ადგილი საქართველო

ეროვნება ქართველი

სოციალური მდგომარეობა სასულიერო წოდების

განათლება უმაღლესი

პარტიულობა უპარტიო

სამუშაო თანამდებობა დაპატიმრებამდე - ვაგონშემკეთებელი ქარხნის ამწყობი საამქროს კომპლექსური ბრიგადის უფროსის დამხმარე

ნასამართლეობა წარსულში არ იყო ნასამართლევი.

წოდება წარსულში არ არის მითითებული

ბრალდება რომ იყო წევრი კ/რ ტროცკისტულ-ტერორისტული, დივერსიულ-მავნებლური ორგანიზაციისა, რომელმაც 01.12.1934 წ. განახორციელა ს. მ. კიროვის საზარელი მკვლელობა და 1934-1937 წწ. ამზადებდა ტერორისტულ აქტებს პარტიის ხელმძღვანელებისა და საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ. 1)

მუხლი 58-7, 58-10, 58-11-მ

დაპატიმრების თარიღი არ არის მითითებული

ვინ იძიებდა საქმეს ამიერკავკასიის რკინიგზის შინსახკომის საგზაო-სატრანსპორტო განყოფილება

სხდომის თარიღი 16/01/1938

სხდომის მომხსენებელი ხეჩუმოვი

სხდომის მონაწილეები ტალახაძე, წერეთელი, მოროზოვი, ქობულოვი

განაჩენი დახვრეტა, პირადი ქონების კონფისკაცია

განაჩენის თარიღი 17/03/1938

გასამართლების ორგანო შინსახკომის სამეული

რეაბილიტაცია რეაბილიტირებულია საბჭოთა კავშირის უზენაესი სასამართლოს ტრანსპორტი კოლეგიის 1955 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილებით.

შენიშვნა 1919-1920 წლებში მსახურობდა მენშევიკურ არმიაში.