ჭეიშვილი შალვა ალექსის ძე

სია #1 - 03/01/1938

დაბადების თარიღი 1899 წ.

დაბადების ადგილი ოზურგეთის (მახარაძე) რაიონი, სოფ. ასკანა, საქართველო

ოჯახური მდგომარეობა ცოლშვილიანი

საცხოვრებელი ადგილი არ არის მითითებული

ეროვნება ქართველი

სოციალური მდგომარეობა არ არის მითითებული

განათლება უმაღლესი

პარტიულობა სკკპ(ბ) წევრი; საკავშირო კპ(ბ)-ს რიგებიდან გაირიცხა კ/რ საქმიანობის გამო.

სამუშაო თანამდებობა სამომხმარებლო კოოპერატივების აფხაზეთის კავშირის თავმჯდომარე

ნასამართლეობა წარსულში არ არის მითითებული

წოდება წარსულში მემარცხენე სოციალ-ფედერალისტთა პარტიის წევრი

ბრალდება რომ იყო წევრი კ/რ მემარჯვენე ორგანიზაციისა, რომელიც მიზნად ისახავდა სამხედრო ამბოხების გზით საბჭოთა ხელისუფლების დამხობას. კ/რ ორგანიზაციის დავალებით ეწეოდა მავნებლურ საქმიანობას სამომხმარებლო კოოპერატივების აფხაზეთის კავშირის სისტემაში.

მუხლი არ არის მითითებული

დაპატიმრების თარიღი არ არის მითითებული

ვინ იძიებდა საქმეს აფხაზეთის ასსრ-ის შინსახკომი

სხდომის თარიღი 16/01/1938

სხდომის მომხსენებელი მარტიროსოვი

სხდომის მონაწილეები ტალახაძე, წერეთელი, მოროზოვი, ქობულოვი

განაჩენი დახვრეტა, პირადი ქონების კონფისკაცია

განაჩენის თარიღი არ არის მითითებული

გასამართლების ორგანო შინსახკომის სამეული