დორფმანი ალექსანდრ მარკის ძე

სია #1 - 03/01/1938

დაბადების თარიღი 1914

დაბადების ადგილი ქ. ხერსონი, უკრაინა

ოჯახური მდგომარეობა ცოლშვილიანი

საცხოვრებელი ადგილი არ არის მითითებული

ეროვნება ებრაელი

სოციალური მდგომარეობა მუშა

განათლება არასრული საშუალო

პარტიულობა ალკკ წევრობის კანდიდატი; სკკპ(ბ) პარტიის კანდიდატობიდან გარიცხეს დაპატიმრების გამო

სამუშაო თანამდებობა გაზეთ ,,ახალგაზრდა სტალინელის" რედაქტორის მოადგილე,

ნასამართლეობა წარსულში არ იყო ნასამართლევი.

წოდება წარსულში ალკკ წევრი

ბრალდება რომ იყო ახალგაზრდული კ/რ არალეგალური მემარჯვენე ორგანიზაციის წევრი, სადაც გადაიბირა 1936 წლის იანვარში ორგანიზაციის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა ბლაუმ. ბლაუს დავალებით ეწეოდა ძირგამომთხრელ და გადაბირებით საქმიანობას.

მუხლი 58-11, 58-8

დაპატიმრების თარიღი არ არის მითითებული

ვინ იძიებდა საქმეს შინსახკომის მე-4 განყოფილება

სხდომის თარიღი 25/12/1937

სხდომის მომხსენებელი ზელენცოვი

სხდომის მონაწილეები გოგლიძე, ტალახაძე, წერეთელი, მოროზოვი

განაჩენი დახვრეტა, პირადი ქონების კონფისკაცია

განაჩენის თარიღი 26/12/1937

გასამართლების ორგანო შინსახკომის სამეული

რეაბილიტაცია არ არის მითითებული

შენიშვნა სამხედრო სამსახური არ მოუხდია ავადმყოფობის გამო.