ამიჩბა მეხტი საატკირის ძე
სია #2 - 10/06/1938
დაბადების თარიღი 1903 წ.
დაბადების ადგილი საქართველო, აფხაზეთი ოჩამჩირის რაიონი, სოფ. ჯგერდა
ოჯახური მდგომარეობა არ არის მითითებული
საცხოვრებელი ადგილი საქართველოს სსრ, აფხაზეთის ასსრ, სოხუმი, მოგილიოვის ქ. # 23
ეროვნება აფხაზი
სოციალური მდგომარეობა არ არის მითითებული
განათლება არ არის მითითებული
პარტიულობა საქ. სსრ კპ(ბ) წევრი. არაერთხელ იყო გარიცხული კ/რ ტროცკისტული საქმიანობისთვის.
სამუშაო თანამდებობა სასამართლოს მუშაკი. აფხაზეთის საგზაო სატრანსპორტო განყოფილების ყოფილი უფროსი.
ნასამართლეობა წარსულში 1934 წელს დააპატიმრეს და გაასამართლეს. მიუსაჯეს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა კ/რ ტროცკისტული საქმიანობისთვის. 1938 წლის დასაწყისში დაბრუნდა გადასახლებიდან.
წოდება წარსულში არ არის მითითებული
ბრალდება კ/რ ტროცკისტული ორგანიზაციის ერთ-ერთი აქტიური წევრის დავალებით ეწეოდა მავნებლურ საქმიანობას. დაკავებული იყო გადაბირებითი და ტროცკისტულ-მეამბოხე ჯგუფების ორგანიზების საქმიანობით. ამზადებდა მათ შეიარაღებული აჯანყებისათვის და საბჭოთა ხელისუფლების დასამხობად.
მუხლი 58-11, 58-10
დაპატიმრების თარიღი არ არის მითითებული
ვინ იძიებდა საქმეს აფხაზეთის ასსრ-ის შინსახკომი
სხდომის თარიღი 10/10/1938
სხდომის მომხსენებელი არ არის მითითებული
სხდომის მონაწილეები ტალახაძე, ჩარკვიანი, გოგოლიძე
განაჩენი დახვრეტა, პირადი ქონების კონფისკაცია
განაჩენის თარიღი 24/10/1938
გასამართლების ორგანო შინსახკომის სამეული
რეაბილიტაცია არ არის მითითებული
შენიშვნა 20/06-1958 წელს განუცხადეს რომ გარდაიცვალა 22/10-1943 წელს გულის უკმარისობით.