ნებიერიძე კონსტანტინე პორფილეს ძე

სია #5 - 12/09/1938

დაბადების თარიღი 1902 წ.

დაბადების ადგილი ზესტაფონის (ჯუღელი) რ-ნი, სოფ. მუხური, საქართველო

ოჯახური მდგომარეობა ცოლშვილიანი

საცხოვრებელი ადგილი ქ. თბილისი, საქართველოს სსრ, არსენას ქ. # 8

ეროვნება ქართველი

სოციალური მდგომარეობა გლეხი

განათლება უმაღლესი

პარტიულობა საქ. სსრ კპ(ბ) წევრი 1931 წლიდან; გარიცხულია წალენჯიხის ჩაის საბჭოთა მეურნეობის დირექტორობის პერიოდში კ/რ მავნებლური საქმიანობისთვის. ‘ახალგაზრდა მარქსისტების’ ორგანიზაციის წევრი 1917-დან 1922 წლამდე.

სამუშაო თანამდებობა სპეციალობით მგეგმავ - ეკონომისტი; წალენჯიხის საბჭოთა მეურნეობის დირექტორი.

ნასამართლეობა წარსულში არ არის მითითებული

წოდება წარსულში ახალგაზრდა მარქსისტთა ორგანიზაციის წევრი 1917 წლიდან 1922 წლამდე

ბრალდება რომ იგი 1917-1922 წლებში დააპატიმრა "ჩვკ"-მ, რადგან იყო წევრი კ/რ მენშევიკური ორგანიზაციისა. 1931 წელს ეწეოდა ძირგამომთხრელ საქმიანობას, დაპატიმრებამდე იყო წალენჯიხის სამეურნეო ნაწილის გამგე. 1935 წლიდან იყო კ/რ მემარჯვენეთა ორგანიზაციაში და ეწეოდა ახალი

მუხლი 58-7, 58-11, 58-8, 58-10

დაპატიმრების თარიღი 23/07/1937

ვინ იძიებდა საქმეს არ არის მითითებული

სხდომის თარიღი 10/10/1938

სხდომის მომხსენებელი უჩანეიშვილი

სხდომის მონაწილეები ტალახაძე, ჩარკვიანი, გოგოლიძე

განაჩენი დახვრეტა, პირადი ქონების კონფისკაციით.

განაჩენის თარიღი 11/10/1938

გასამართლების ორგანო შინსახკომის სამეული

რეაბილიტაცია ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სამხედრო ტრუბუნალის 11/05-1956 წლის განჩინებით სამეულის გადაწყვეტილება გაუქმებულია, საქმე შეწყვეტილია დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო.

შენიშვნა 09/10-1937 წელს საქმე გადაეცა სპეციალურ კოლეგიას. ნათესავებს აცნობეს, რომ გარდაიცვალა 11/09-1944 წელს კუჭ-ნაწლავის დაავადებისგან. სიკვდილი რეგისტრირებულია 03/02-1959 წელს ქ. თბილისის კალინინის რაიონის მმაჩის ბიუროში.