გოგუაძე კირილე სოლომონის ძე

სია #8 - 19/04/1938

დაბადების თარიღი 1891 წ.

დაბადების ადგილი არ არის მითითებული

ოჯახური მდგომარეობა არ არის მითითებული

საცხოვრებელი ადგილი არ არის მითითებული

ეროვნება ქართველი

სოციალური მდგომარეობა არ არის მითითებული

განათლება დაწყებითი განათლება

პარტიულობა მენშევიკური პარტიის ყოფილი წევრი 1907 წლიდან 1917 წლამდე; სკკპ(ბ) წევრი 1917 წლიდან. პარტიიდან გაირიცხა დაპატიმრების გამო.

სამუშაო თანამდებობა დაპატიმრებამდე - მახარაძის (ოზურგეთის) რაიაღმასკომის თავმჯდომარე.

ნასამართლეობა წარსულში არ არის მითითებული

წოდება წარსულში არ არის მითითებული

ბრალდება რომ იყო ტროცკისტებისა და მემარჯვენეების ბლოკის კ/რ ორგანიზაციის აქტიური წევრი და რაიონში ეწეოდა აქტიურ მავნებლურ საქმიანობას. იმავდროულად იყო რაიონის სამხედრო ჯგუფის ხელმძღვანელი, რომელიც ამზადებდა შეიარაღებულ გამოსვლას საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ.

მუხლი არ არის მითითებული

დაპატიმრების თარიღი არ არის მითითებული

ვინ იძიებდა საქმეს შინსახკომის მე-4 განყოფილება

სხდომის თარიღი 28/04/1938

სხდომის მომხსენებელი ბარსკი

სხდომის მონაწილეები გოგლიძე, ტალახაძე, წერეთელი, მოროზოვი

განაჩენი დახვრეტა, პირადი ქონების კონფისკაცია

განაჩენის თარიღი 30/04/1938

გასამართლების ორგანო შინსახკომის სამეული