ტყეშელაშვილი ვლადიმერ რევაზის ძე

სია #8 - 19/04/1938

დაბადების თარიღი 1907 წ.

დაბადების ადგილი არ არის მითითებული

ოჯახური მდგომარეობა ცოლშვილიანი

საცხოვრებელი ადგილი არ არის მითითებული

ეროვნება ქართველი

სოციალური მდგომარეობა არ არის მითითებული

განათლება საშუალო

პარტიულობა სკპ(ბ) წევრი 1931 წლიდან.

სამუშაო თანამდებობა დაპატიმრების მომენტისათვის - ონის რაიონული აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე

ნასამართლეობა წარსულში არ არის მითითებული

წოდება წარსულში არ არის მითითებული

ბრალდება რომ იყო აქტიური წევრი და ერთ-ერთი ხელმძღვანელი არალეგალური კონტრრევოლუციური, მემარჯვენე ორგანიზაციისა ონის რაიონში, ხელმძღვანელობდა კონტრრევოლუციურ ორგანიზაციას, ეწეოდა გადაბირებით საქმიანობას სოფლის მეურნეობაში.

მუხლი 58-11, 58-10

დაპატიმრების თარიღი არ არის მითითებული

ვინ იძიებდა საქმეს შინსახკომის მე-4 განყოფილება

სხდომის თარიღი 28/04/1938

სხდომის მომხსენებელი გაგლოევი

სხდომის მონაწილეები გოგლიძე, ტალახაძე, წერეთელი, მოროზოვი

განაჩენი დახვრეტა, პირადი ქონების კონფისკაცია

განაჩენის თარიღი 30/04/1938

გასამართლების ორგანო შინსახკომის სამეული