ხუნაშვილი გიორგი სიმონის ძე

სია #12 - 31/05/1937

დაბადების თარიღი 1906 წ.

დაბადების ადგილი საგარეჯო, სოფ. კაკაბეთი, საქართველო

ოჯახური მდგომარეობა ცოლშვილიანი

საცხოვრებელი ადგილი საქართველოს სსრ, საგარეჯოს რაიონი, სოფ. კაკაბეთი

ეროვნება ქართველი

სოციალური მდგომარეობა გლეხი

განათლება დაწყებითი განათლება

პარტიულობა სკკპ(ბ) ყოფილი წევრი 1929 წლიდან, 1930 წელს გაირიცხა კპ(ბ) პარტიიდან წითელი არმიიდან დეზერტირობისთვის.

სამუშაო თანამდებობა გამოკვეთილი საქმიანობა არა აქვს. მუშაობდა ქ. გურჯაანში, МОПР-ში (Международная организация помощи борцам революци - რევოლუციის მებძოლთა დახმარების საერთაშორისო ორგანიზაცია).

ნასამართლეობა წარსულში გასამართლებული იყო 1930 წელს 6 თვით გაფლანგვისთვის, 1933 წელს დაპატიმრებული იყო ვანის მილიციაში მუშაობის პერიოდში პატიმართა ფულის მითვისების ბრალდებით.

წოდება წარსულში არ არის მითითებული

ბრალდება რომ 1927-1928 წწ. იყო კონტრრევოლუციური ტროცკისტული ახალგაზრდული დაჯგუფების წევრი 26 კომისრის რაიონში (ავლაბარი), მონაწილეობდა კონტრრევოლუციურ არალეგალურ შეკრებებში, თავისი ბინა დათმობილი ჰქონდა არალეგალური თავყრილობებისთვის, ამარაგებდა კონტრრევოლუციურ დაჯ

მუხლი 58-11, 58-8

დაპატიმრების თარიღი 20/10/1936

ვინ იძიებდა საქმეს შინსახკომის საგზაო-სატრანსპორტო განყოფილება

სხდომის თარიღი 01/07/1937

სხდომის მომხსენებელი ავერინი

სხდომის მონაწილეები მატულევიჩი, ორლოვი, ჟდანი, ბატნერი

განაჩენი 10 (ათი) წლით გაიგზავნოს შრომა-გასწორების ბანაკში.

განაჩენის თარიღი არ არის მითითებული

გასამართლების ორგანო სამხედრო კოლეგია