მელიქია ალექსანდრე პროკოფის ძე

სია #8 - 19/04/1938

დაბადების თარიღი 01/01/1905

დაბადების ადგილი საქართველო, სენაკი, სოფ. ჭალადიდი

ოჯახური მდგომარეობა არ არის მითითებული

საცხოვრებელი ადგილი არ არის მითითებული

ეროვნება ქართველი

სოციალური მდგომარეობა არ არის მითითებული

განათლება უმაღლესი

პარტიულობა სკპ(ბ) წევრი 1929 წლიდან; პარტიიდან გარიცხეს 1937 წელს; ფარული ტროცკისტი (1927 წელს იცავდა ტროცკისტულ პლატფორმას), უმაღლესი ვეტერინარული განათლებით; დაპატიმრებამდე - სამთო მსროლელთა 63-ე დივიზიის ვეტერინარული სამსახურის ხელმძღვანელი, წოდება - მეორე რანგის

სამუშაო თანამდებობა იყო სკპ(ბ)-ს წევრი 1929 წლიდან. ვეტერინარულ-სამხედრო სამსახურის 63-ე "სამთო მსროლელთა დივიზიის"-ს უფროსი. წოდება - მე-2 რანგის სამხედრო ვეტერინარ-ექიმი

ნასამართლეობა წარსულში არ არის მითითებული

წოდება წარსულში არ არის მითითებული

ბრალდება რომ 1. იყო კონტრრევოლუციურ-ტროცკისტული სამხედრო ორგანიზაციის წევრი 1936 წლის ივლისიდან. 2. ეწეოდა მოსამზადებელ საქმიანობას ორგანიზაციაში ახალი წევრების გადმობირებისათვის. 3. კონტრრევოლუციური ტროცკისტული პოზიციიდან აკრიტიკებდა სკპ(ბ) პარტიის გენერალურ ხაზს

მუხლი 58-1-ბ, 58-11, 58-10

დაპატიმრების თარიღი არ არის მითითებული

ვინ იძიებდა საქმეს შინსახკომის მე-5 განყოფილება

სხდომის თარიღი 28/04/1938

სხდომის მომხსენებელი ცუცქირიძე

სხდომის მონაწილეები გოგლიძე, ტალახაძე, წერეთელი, მოროზოვი

განაჩენი დახვრეტა, პირადი ქონების კონფისკაცია

განაჩენის თარიღი 30/04/1938

გასამართლების ორგანო შინსახკომის სამეული